Friday, April 17, 2015

დღე მეცხრე
დღეს იყო ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე. თითოეულმა ჩვენგანმა წარმოადგინა საკუთარი ბლოგის პრეზენტაცია, რაც იყო საინტერესო და სახალისოც.ქალბატონმა ეკამ მოგვართვა უგემრიელესი კექსი. დიდი მადლობა ქალბატონ ეკას.ასევე გავაანალიზე, რომ ძალიან დიდი ცოდნა მომცა ინტელის პროექტმა და ჩვენმა ტრენერმა დავით ნოზაძემ. დიდი მადლობა ბატონ დავითს!



Thursday, April 16, 2015

დღე მერვე

დღეს ვისწავლე ჩემი drive-დან ბლოგზე პრეზენტაციის გადატანა, ასევე თავიდან გავაანალიზეთ ტრენინგის პროცესში შესწავლილი თემები და დავგეგმეთ ბოლო დღის დავალება.

Wednesday, April 8, 2015


დღე მეშვიდე

დღეს გავეცანით მეოთხე მოდულს. შევისწავლეთ ფუტერის და ჰედერის დანიშნულება, გვერდების დანომვრა და სარჩევის შექმნა.

Saturday, April 4, 2015

დღე მეექვსე

დღეს განვიხილეთ სხვადასხვა პროგრამების მისამართები, რომელთა არსებობის შესახებ არ ვიცოდი. მათი მისამართებია: pho.to   toondoo.com    powtoon.com  prezi.com  scratch.mit.edu   k12.org  photopeach.com 
ვთვლი, რომ ეს პროგრამები დამეხმარება ჩემს მიერ დაგაგმილი პროექტის განხორციელებაში.წარმოგიდგენთ

toondoo.com-ის გამოყენებით ჩემს მიერ შექმნილ კომიქსს.

Friday, March 27, 2015

დღე მეხუთე

დღევანდელი ტრენინგიდან ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო ვორდში ობჯექტ ღილაკის დანიშნულების განხილვა. ასევე ვისწავლე, რომ საავტორო უფლებების დაცვის მიზნით საჭიროა პროექტს თან ერთვოდეს ჩემს მიერ გამოყენებული მასალების ავტორებისა და საიტების მისამართები. ვისწავლე დეველოპერის გამოყენება და შეფასების ფორმების შექმნა. 
დღე მეოთხე
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო. ვისწავლე ჩემს დრაივში არსებული ინფორმაციის გაზიარება, ჩემს კოლეგებთან ერთად ონლაინ რეჟიმში მუშაობა.

დღე მესამე

დღეს ვისწავლეთ კითხვარების შედგენა. გავეცანით სხვა პედაგოგების მიერ შედგენილ კითხვარებსაც.საშინაო დავალებად გვაქვს მინიმუმ 10 კითხვიანი ტესტის შედგენა.წარმოგიდგენთ ჩემს მიერ შესრულებულ საშინაო დავალებას.